ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე სასამართლომ გაამართლა

26 ოქტომბერი 2023, 12:01 1534 ნახვა

ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე მოსამართლე კოტე ჭილაიამ  გაამართლა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. პროკურორის განმარტებით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

თავად ბრალდებული დღევანდელ  სხდომას არ ესწრებოდა.

ბრალდებულის ბიძაშვილი რიჩარდ სირაბიძე ბათუმის საკრებულოს წევრია პარტია "ქართული ოცნებიდან". ნიკა თუთაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ პირველი ჩვენება შეცვალა ამით სირაბიძეების ოჯახის წევრებს სურდათ სასჯელის შემსუბუქება.

გამოძიება სირაბიძეს სსკ -17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოდა რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. 

შემთხვევა ბათუმში, 11 მარტს მემედ აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში