ბათუმში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

11 მარტი 2023, 18:09 1113 ნახვა

ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ბათუმში მკვლელობა მოხდა ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ ახალგაზრდას შორის მოხდა, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც 30 წლამდე მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში