აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმს დელეგატები 60 ქვეყნიდან ესწრებიან, მათ შორის პრემიერ-მინისტრები. მონტენეგროს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრებთან ერთად, ფორუმში მონაწილეობენ უნგრეთის, რუმინეთის, თურქეთის, იაპონიის, სერბეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების მინისტრთა კაბინეტის წევრები.
წლევანდელი ფორუმის მიმართ დაინტერესება მაღალია, აცხადებს ეკონომიკის მინისტრი და მის მნიშვნელობაზე საუბრობს.