საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი

25 ოქტომბერი 2023, 17:30 1174 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი  გრძელდება.მათ სტრატეგიას 8 წევრისგან შემდგარი კომისია ისმენს. მაუწყებელში განვითარების საკუთარი ხედვა კომისიას უკვე წარუდგინა  6-მა კანდიდატმა, მათ ისაუბრეს, იმაზე თუ არჩევის შემთხვევაში რას გააკეთებდნენ მაუწყებლის განვითარებისთვის.სამეურვეო საბჭოს წევრობის 8 კანდიდატთა შორის არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრები თამილა დოლიძე და თამარ წილოსანი, ასევე მაუწყებლის ყოფილი დირექტორი გიორგი კოხრეიძე. სამეურვეო საბჭოში ორი ახალი წევრის დამატება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, მაუწყებლის კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი