სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმე

25 ოქტომბერი 2023, 17:29 821 ნახვა

2008 წლის 16 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებიდან სამმა სპეცრაზმელმა დაკავებიდან რამდენიმე თვეში დანაშაული აღიარა.  დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. ადვოკატის ბექა ბასილაიას  განცხადებით,  მანამდე მიცემულ ჩვენებებში ისინი დანაშაულს არ აღიარებდნენ. ბასილაიამ არ იცის რა გახდა აღიარების საფუძველი. ამბობს,  რომ იმ სპეცრაზმელების დაცვას, რომლებმაც დანაშაული აღიარეს ჩამოშორდა.  პროკურორის  გიორგი მუჯირის განაცხადებით, სპეცრაზმელებმა მკვლელობის შემკვეთად აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თეიმურაზ პატარიძე დაასახელეს, სხვა ფიგურანტებზე ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ აქვთ, გარდა იმისა რომ დავით ახალაიამ როინ შავაძის პიროვნების შესწავლის ბრძანება გასცა. პროკურორის განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი გადაწყდება და გადაისინჯება აღკვეთის ღონისძიების საკითხიც. როინ შავაძეს აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა მიმდინარე წლის 29 ივლისს შეეფარდა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი