დავით მაჭარაშვილი დაკავებულია

06 მარტი 2017, 00:00 3696 ნახვა

დაკავებულია ''სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს'' ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ვადით 3 წლამდე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი