სამ კვირაზე ნაკლები რჩება ევროკომისიის მიერ დასკვნის გამოქვეყნებამდე, სადაც აღნიშნული იქნება გასცემს თუ არა კომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ეს შეიძლება იყოს გადამწყვეტი, თუმცა ასევე შეიძლება არ ითამაშოს როლი, რადგან საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური იქნება და ამაზე თანხმდებიან ექსპერტები.
რაც შეეხება პოლიტიკოსებს - მმართველი გუნდი სტატუსის მიღებაში დარწმუნებულია, ოპოზიციას კი ამაში ეჭვი ეპარება.