ბათუმში „ბულვარის ფესტივალი 2023'' გაიმართა. ფესტივალი ღამის 11 საათზე ელექტრონული მუსიკის თანხლებით დასრულდა, მანამდე კი მსმენელის განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული ბენდები - „სალიონ„ და ''seaside”-ი ზრუნავდნენ.
კონცერტის პარალელურად მოეწყო გამოფენა გაყიდვა, ბათუმის ბულვარში მეწარმეებს ხელნაკეთი ნივთები ჰქონდათ გამოფენილი, პარალელურად მიმდინარეობდა კულტურული და სპორტული შეჯიბრებები.
ბათუმის ბულვარის ფესტივალი პირველად გაიმართა.