ბულვარის ფესტივალი 2023 

20 ოქტომბერი 2023, 11:41 616 ნახვა

წელს პირველად ბათუმი “ბულვარის ფესტივალს“ მასპინძლობს. ფესტივალი დღეს საერთაშორისო კონფერენციით გაიხსნა, რომლის სახელწოდებაცაა “რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“.

კონფერენციაზე ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ზღვისპირა პარკის განვითარებისა და განაშენიანების სამომავლო გეგმებზე, დაგეგმილ პროექტებზე. ასევე კონფერენციის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართება ეკოლოგიის,ბიომრავალფეროვნებისა და სხვა საკითხებზე.

ხვალ კი ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება, მათ შორის ველომარათონი, კოსტიუმირებული პერფომანსები, ღვაწლმოსილი თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონია და კონცერტი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი