ბათუმში იზოლდა სამსონიას მემორიალური დაფა გაიხსნა

19 ოქტომბერი 2023, 17:55 756 ნახვა

დღეს ბათუმში ცნობილი  ეთნოლოგის და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის იზოლდა სამსონიას მემორიალური დაფა გაიხსნა. იზოლდა სამსონიამ თავისი ცხოვრება მეცნიერებას დაუკავშირა,  ის სამოცამდე მეცნიერული ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი იყო.  მემორიალური დაფის გახსნას ოჯახის წევრებთან ერთად იზოლდა სამსონიას თანამშრომლები, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში