დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომამ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების თაობაზე იმსჯელა, რომელსაც პარლამენტი, დღეს დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავს.
საკითხის კატეგორიული წინააღმდეგია ოპოზიციის უმრავლესობა. ფიქრობენ, რომ ცვლილებები რეპრესიული მექანიზმია, რაც მედია რეგულაციების ჩარჩოში მოქცევასა და შეზღუდვას მოემსახურება, და რაც არ პასუხობს ევრორეკომენდაციების ფარგლებში არსებულ გამოწვევებს.