“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პირობას რომელიც ადმინისტრაციული ხარჯების 10 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს ეჭვქვეშ აყენებს. ორგანიზაციის კვლევის თანახმად ხარჯები ამ ეტაპზე არა 10-ით, არამედ 3 პროცენტითაა შემცირებული. უფრო მეტიც, გარკვეულ უწყებებში ბოლო პერიოდში შემცირების ნაცვლად, დაფინანსება გაზრდილია. ნაადრევია თუ არა დასკვნის გამოტანა ინიციატივაზე რომლის გახმოვანებიდან სამი თვე გავიდა და 2017 წლის ბიუჯეტიც დამტკიცდა? ეკონომისტების მოსაზრებები ვნახოთ რეპორტაჟში.