ამ წუთამდე უცნობი რჩება პრეზიდენტის პოზიცია. მნიშვნელოვანია, გავიგოთ და ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს, აღიარებს თუ არა პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა.
„პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ამასთან დაკავშირებულ კითხვას თავი აარიდეს, თუმცა ჩვენ პრეზიდენტისგან პოზიციას ველოდებით - აღიარებს და საერთოდ, ცნობს თუ არა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.