საკანონმდებლო ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია, ხელისუფლების ოპონენტების მოლოდინით, პლენუმი მმართველი გუნდის დეპუტატების წარდგინებას დააკმაყოფილებს, რითაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
სალომე ზურაბიშვილის მიმართ დაწყებულ პროცესს, პრეზიდენტის ინსტიტუტზე თავდასხმად აფასებენ ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობაზე წინასწარ აცხადებენ უარს.
''ქართული ოცნება'' კი გადაწყვეტილებას ქვეყნის მთავარი კანონის- კონსტიტუციის დაცვის მოტივაციით ხსნის, რომლებსაც კენჭისყრის პროცესში 100 ხმის მობილიზების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა მიაჩნიათ რომ 9 მოსამართლისგან დაკომპლექტებული პლენუმი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს.