ხულოში ღორჯომის ხეობაში გიდებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტურის ფარგლებში მონაწილეები ღორჯომის ცენტრალურ მეჩეთში იმყოფებოდნენ, ასევე გაეცნენ იქ არსებულ ტურისტულ ლოკაციებს.
ცნობისთვის, მწვანე სექტორის მხარდაჭერით სოფელ ღორჯომში, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციის ბაზაზე გაიხსნა მეგზურთა კლუბი, რომელიც შეასრულებს საინფორმაციო ცენტრის ვიზიტორთა ჰაბის ფუნქციას, ტურ-სააგენტოებს, გიდებს და ინდივიდუალურ სტუმრებს შეეძლებათ აღნიშნულ კლუბთან დაკავშირება, ხეობაში სტუმრობა და შესაბამისი ტურისტული მარშრუტებით სარგებლობა.
პროექტის მხარდამჭერი საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრია და ფინანსდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.