საკონსტიტუციო კომისია პარლამენტის საბიუჯეტო უფლებამოსილების საკითხს განიხილავს. ნაწილი ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს უფლება უნდა ჰქონდეს მთავრობისგან დამოუკიდებლად შეიტანოს ცვლილება კანონში. ასევე, საკონსტიტუციო კომისიის ერთ-ერთი თემა იყო გადასახადების შემოღებისას რეფერენდუმის ჩატარების გაუქმების საკითხი.