უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი

10 ოქტომბერი 2023, 15:08 491 ნახვა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი − ვიქტორ ორბანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთის პრემიერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი დახვდა. ვიქტორ ორბანი საქართველოს დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა.

შედგება საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც მემორანდუმებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში