საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა 

09 ოქტომბერი 2023, 20:05 584 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ელჩი, ჰადას მეიცადი მიიღო. მხარეებმა განიხილეს ისრაელში განვითარებული მოვლენები.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისრაელელ დიპლომატს დაუდასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, და კიდევ ერთხელ დაგმო ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული შეტევა და მიუსამძიმრა დაღუპულთა გამო.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას ყველა აქტუალურ საკითხზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში