მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნინო ფსუტური გახდა

06 ოქტომბერი 2023, 11:00 458 ნახვა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნინო ფსუტური გახდა. წლის მასწავლებელი გორის მე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელია. ჯილდოს მფლობელი 15 ათასი ლარით დაჯილდოვდება. მას შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსში.

ფულადი პრიზი გადაეცემათ ხუთეულში მოხვედრილ პედაგოგებსაც. დაჯილდოვდებიან ათეულში გასული პედაგოგებიც.

წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგებმა, უკრაინელი კოლეგების სოლიდარობის მიზნით ვიდეორგოლი ჩაწერეს, სადაც რუსული აგრესია დაგმეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი