პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში

05 ოქტომბერი 2023, 15:08 627 ნახვა

უკვე მესამე დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილავენ დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საგარეო ვიზიტებზე მთავრობის თანხმობის გარეშე გაემგზავრა.

დღეს პროცედურულად მხარეებს აქვთ პაექრობის საშუალება, ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ, ამის შემდეგ კი ისინი სასამართლოს დასკვნითი, შემაჯამებელი სიტყვით მიმართავენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა 14 ოქტომბრამდე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონსტიტუცია. სხდომა დილის 11 საათის შემდეგ მიმდინარეობდა, ახლა კი შესვენებაა გამოცხადებული. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი