ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტი დაიწყო. ქალაქ გრანადაში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფება.
დღეს და ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას და მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან, განცხადებები გააკეთა. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.