წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება

04 მარტი 2017, 00:00 1949 ნახვა

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 9 მარტს გაიმართება - აცხადებენ პრესსამსახურში. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგება 9 მარტს, დღის 12.00 საათზე“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სინოდის სხდომაზე სავარაუდოდ საუბარი იქნება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, ასევე საპატრიარქოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი