სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპერატიულ მასალას ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ "კანვასის" წევრები სასტუმროში ენჯეო-ებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის შეხვედრაა ასახული.
უწყების ცნობით, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში.
თემას უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით არ დაუშვებენ არეულობას ქვეყანაში.
შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრშიც - ვინ რას ამბობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ოპერატიულ მასალაზე.