დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია? პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მმართველი გუნდის სარჩელის განხილვას საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან იწყებს.
კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება, სხდომა 12 საათზეა ჩანიშნული.
მმართველი გუნდი აცხადებს რომ პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, თუმცა პირველი არღვევს მას, რაშიც ზურაბიშვილს უცხოეთიდან ეხმარებიან. ოპოზიცია კი პრეზიდენტის მიმართ ზეწოლაზე საუბრობს.