დედაქალაქის მთავარი დღესასწაული "თბილისობა" გრძელდება - ქუჩებში კი საზეიმო განწყობა დილიდან შეინიშნება. თბილისობა 2023 მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება.
გასტრონომიული ფესტივალი, სამეწარმეო მარკეტი, ღვინის დეგუსტაცია, მასტერკლასები და, რა თქმა უნდა, სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის - პროგრამის ჩამონათვალი ვრცელია.
გასართობი ღონისძიებები კი ძირითადად სამ ლოკაციაზე - აბანოთუბანში, ორბელიანის მოედანსა და რიყის პარკშია მოწყობილი. ტრადიციულად, გაიმართა საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაც.
ახალი წოდება კიდევ 26 ადამიანს მიენიჭა.