ბათუმის ბოტანიკური თუ მადრიდის, ედინბურგის, ბერლინისა და სხვა ცნობილი ბოტანიკური ბაღები, ბათუმის ბულვარი თუ მაგალითად ეიფელის კოშკი ან ბუკინგემის სასახლე სულ უფრო ცოტა დრო რჩება იქამდე, რომ გავიგოთ რომელი ტურისტული მიმართულება გახდება გამარჯვებული საერთაშორისო ტურისტული ღირსშესანიშნაობის ნომინაციაში.დღის ბოლოს გაირკვევა ასევე აიღებს თუ არა წელს უკვე მესამედ ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ჯილდოს- ანუ იგივე ტურიზმის ოსკარს.მანამდე კი 30 ქვეყნის წარმომადგენელს რომლებიც იმყოფებიან ბათუმში და რომლებიც ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ, უკვე გააცნეს ქართული კულტურა,ისტორია და ტრადიციები. ქეთი ბოლქვაძე შეაჯამებს წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე როგორია განწყობა და მოლოდინები?