ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოება

29 სექტემბერი 2023, 11:01 412 ნახვა

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსს „პრემია მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ გამარჯვებული წარმატებული ახალგაზრდა მეცნიერები მიღწეული სპეციალური პრიზებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

2023 წლის კონკურსის გამარჯვებულები 7 სამეცნიერო მიმართულების წარმომადგენელი ახალგაზრდა მეცნიერები გახდნენ.

დაჯილდოვების ღონისძიებაზე ახალგაზრდა მკვლევრებმა თავიანთი სამეცნიერო მიღწევებისა და სამეცნიერო საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ მოკლე პრეზენტაციები წატრმოადგინეს.

კონკურსის მიზანი დარგის განვითარება და გამორჩეული ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისებაა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში