უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გამოცემის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.
თვითმხილველების თქმით, აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე სახლების მინები ჩამსხვრეულია.დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
აფეთქების მიზეზი გაურკვეველია. ერთ-ერთი ცნობით, მიზეზი მეხის ჩამოვარდნაა.