სალომე ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს გიტანას ნაუსედას შეხვდა. ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში თავის ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება, რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერაა.
პრეზიდენტი გუშინ, ლატვიაში, პრეზიდენტ ედგარს რინკევჩის, ხოლო გუშინწინ ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა.
პარალელურად „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული.
ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განხილვას დაიწყებს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი და მიიღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტთან დაკავშირებით.