მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტს აგრძელებს. ესტონეთის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ლატვიას ეწვია და პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლატვიის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
დღეს კი ზურაბიშვილი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდება. „ქართულ ოცნებას" კი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აქვს დაწყებული.
ზუსტად ერთ კვირაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განხილვას დაიწყებს, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის მთავარი კანონი და მიიღებს გადაწყვეტილებას იმპიჩმენტთან დაკავშირებით.