შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი 

26 სექტემბერი 2023, 15:08 674 ნახვა

იმისათვის, რომ შოვში მომხდარი ტრაგედია პოლიტიკურ მხარეებს შორის სპეკულაციის საგანი არ გახდეს, პარტია საქართველოსთვის ლიდერები ''ნაციონალური მოძრაობის'' გადაწყვეტილებას გაიზიარებენ და საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერენ. 

ეს პოზიცია პარტიის ლიდერებმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ ბრიფინგზე გააჟღერეს. აღნიშნეს, რომ საკითხის შინაარსობრივ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა, პროცესს არ დააზიანებენ და ოპოზიციას 50 ხმის მობილიზებაში დაეხმარებიან.

პარტია ''საქართველოს'' მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, კომისიის შესაქმნელად ოპოზიციას საკმარისი ხმები უკვე აქვს, თუმცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მაინც მმართველი გუნდის ხელშია, კენჭისყრის პროცედურის დაწყებას სხდომათა დარბაზში კვორუმი, 76 დეპუტატის რეგისტრაცია სჭირდება, თუმცა სახელისუფლებო გუნდი კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი