უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 26 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

22 სექტემბერი 2023, 10:22 655 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 26 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა განახორციელა 59 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა, 55 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან მოწინააღმდეგის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევითი ოპერაცია მელიტოპოლის მიმართულებით და შეტევითი ოპერაციები ბახმუტის მიმართულებით.

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 13 ადამიანი და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლის რეგიონი და კიდევ 3 დასახლება მძიმე არტილერიით დაბომბეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 325 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. დახმარება იარაღსა და თავდაცვის აღჭურვილობას მოიცავს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი