ხმაური და დაპირისპირებაა პარლამენტის ფოიეში.
ერთმანეთს ოპოზიცია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდენენ.
ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი კობახიძესთან კომენტარის გაკეთების დროს მივიდნენ და რუსეთის ჯაშუში უწოდეს, რასაც სიტუაციის დაძაბვა და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიცია სკანდირებს - „რუსებო“. ფოიეში ირაკლი კობახიძესთან ერთად იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.
სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა თაკო ჩარკვიანსა და მიხეილ ყაველაშვილს შორისაც.
თაკო ჩარკვიანმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის გაწირვაში დაადანაშაულა, ყაველაშვილმა კი მას “ეფესბეშნიკი" უწოდა.