დაზვერვის სამსახურს პროფესიული დღე მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილმა

19 სექტემბერი 2023, 10:44 426 ნახვა

მოხარული ვარ, რომ დაზვერვის სამსახური დღეისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად ჩამოყალიბდა, რომელიც სრულფასოვნად და ეფექტურად პასუხობს ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ფეისბუქზე" წერს.

ის აღნიშნავს, რომ რეგიონსა და მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების პირობებში, მათ აკისრიათ უმნიშვნელოვანესი მისია − შეინარჩუნონ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. პრემიერი პროფესიულ დღეს ულოცავს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი