რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% EU-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა - გამოკვლევა

17 სექტემბერი 2023, 12:08 687 ნახვა

რეფერენდუმზე საქართველოს მოქალაქეთა 74% EU-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერდა - კვლევა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს პროგრამამ ჩაატარა, რომელიც ასახავს ევროკავშირის შესახებ განწყობებს აღმოსავლეთ სამეზობლოს ექვს ქვეყანაში. (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა).

საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური, 2023 წლის გამოკვლევით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობა აქვს. ეს მაჩვენებელი ცხრა პუნქტით არის გაზრდილი 2016 წელთან შედარებით, როდესაც გამოკითხვა პირველად ჩატარდა.

საქართველოში ჩატარებული გამოკვლევის მთავარი მიგნებებია ის, რომ ევროკავშირი კვლავ რჩება ქართველებისთვის ყველაზე სანდო საერთაშორისო ინსტიტუტად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად აფასებს ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას (84%);

გამოკითხულთა 82% ინფორმირებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ და ევროკავშირს ერთ-ერთ მთავარ ფინანსურ კონტრიბუტორად მიიჩნევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი