Ad Black Sea 2023-ის კრეატიული კონკურსის დაჯილდოების შედეგები ცნობილია. ქართული კრეატიული სააგენტოების ნამუშევრებმა 13 კატეგორიაში 26 ჯილდო მოიპოვა. სულ 4 ოქრო, 7 ვერცხლი, 15 ბრინჯაო. ასევე საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ წლის დიზაინ სააგენტო და დიზაინ სტუდია გამოავლინა.
წლის საკომუნიკაციო სააგენტოს ტიტული Windfor’s-მა მოიპოვა, წლის დიზაინ სტუდიის ტიტულს კი Hans & Gruber დაეპატრონა.
გამარჯვებულები იყვნენ როგორც საქართველოდან ასევე აზერბაიჯანიდან, უნგრეთიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან. სწორედ აზერბაიჯანულმა სააგენტომ „ენდორფინმა“ მიიღო გრანპრი. კონკურსის მონაწილეები საერთაშორისო ჟიურის ოთხმა გუნდმა შეაფასა.