სტიქიის ზონიდან 306 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება

14 სექტემბერი 2023, 11:18 639 ნახვა

გურიაში სტიქიის ზონაში გეოლოგების მიერ შემოწმებულია 643 სახლი, საიდანაც  306 ოჯახი განსახლებას ექვემდებარება - განაცხადა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა. მისი განცხადებით, სასტუმროში გადაყვანილია 218 ადამიანი. უსაფრთხო ადგილას კი, 514 ოჯახი.

ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება 40 აბონენტს, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილია 432 აბონენტი.

ასევე  სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ლანჩხუთის ორ საჯარო სკოლაში ჩოჩხათის და შრომისუბნის საჯარო სკოლებში სწავლა 2 ოქტომბერს დაიწყება.

რეგიონის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება 15 სექტემბერს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი