აჭარაში მოქმედი პროფესიული სასწავლებლების - „ბლექსი“-სა და „ახალი ტალღის“ 5 პედაგოგი გერმანიაში გადამზადდება. ისინი საკონდიტრო მიმართულებით პროფესიულ კვალიფიკაციას აჭარის განათლების სამინისტროს - „პროფესიული განათლების ხელშეწყობა“ პროგრამის ფარგლებში აიმაღლებენ. პედაგოგთა გადამზადებას სამინისტრო 5 ათასი ლარით აფინანსებს. ქვეყნების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და მათ შორისაა როგორც ევროპული ქვეყნები, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ნორვეგია და სხვა.
ამ ეტაპზე, პროფესიული სასწავლებლების - „ბლექსი“-სა და „ახალი ტალღის’ მასწავლებლები , გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების ჯი-აი-ზეტის თანამშრომლობით რავესნბურგის პროფესიულ სასწავლებელში გადამზადდებიან. მათთან ერთად გაემგზავრებიან ასევე სასწავლებლების ხელმძღვანელები, სამომავლო ურთიერთობების გასაღრმავებლად.