პრეზიდენტის ვიზიტი ბელარუსში

01 მარტი 2017, 00:00 2047 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ბელარუსში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოსა და ბელარუსის მთავრობებს შორის შეთანხმებებს. საუბარია ინვესტიციების წახალისებაზე და საჰაერო მიმოსვლაზე.  აღინიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სახელმწიფოების თანამშრომლობას, ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლიდერებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში განხილულ თემების შესახებ ისაუბრეს.  როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, კავკასიაში საქართველო  ბელორუსისათვის პერსპექტიულ, მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები 20 წელიწადზე მეტს ითვლის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი