თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ 1 პირი დააკავა, თუმცა სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში.
ირკვევა, რომ ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მალავდნენ სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ტაძრის ეზოშიც.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, უკრაინის მოქალაქემ სვეტიცხოვლის ეზოში 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით.