უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30 სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

12 სექტემბერი 2023, 09:52 426 ნახვა

გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30 სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით,  ზაპოროჟიეს რეგიონში რობოტინოსა და ნოვოდანილოვკას მახლობლად თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს მტრის 10-ზე მეტი შეტევა.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 10 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაშავდა 1 ადამიანი და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

"უკრაინელი ჯარისკაცები გაბედულად იკავებენ ხაზს, მოიგერიეს მტრის 10-ზე მეტი თავდასხმა ზაპოროჟიეს რეგიონის რაბოტინოსა და ნოვოდანილოვკას რაიონებში. მათ მიაღწიეს წარმატებას რობოტინოს სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით რაიონებში და აძლიერებენ პოზიციებს მიღწეულ ხაზებზე" - განმარტავენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ვოვჩანსკის რაიონი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი. დამწვარია საცხოვრებელი სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაიჭრა 3 მშვიდობიანი მოქალაქე და დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში