უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

11 სექტემბერი 2023, 09:59 350 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან 44 შეტევა განახორციელა .

"ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების 100-მდე დასახლება მოწინააღმდეგის საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდა. თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი კორპუსი და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა და დაზიანდა"- განმარტავენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ჯარების დაჯგუფების დაკავებას და აქტიურ დივერსიულ აქტივობებს სასაზღვრო რაიონებში, რათა თავიდან აიცილოს ჩვენი ჯარების გადაყვანა საშიშ მიმართულებებზე.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, დონეცკში, კლეშეევკის რაიონში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალები უკიდურესად შეავიწროვეს.

კონტრშეტევა გრძელდება ზაპოროჟიეშიც. სოფელ რაბოტინოში, უკრაინულმა შენაერთებმა კიდევ 1,5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში