დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა

01 მარტი 2017, 00:00 2687 ნახვა

ერთ საათზე მეტია # 9 პენიტენციურ დაწესებულებაში. ე,წ, მატროსოვის ციხესთან გამომძიებლები მივიდნენ, ე. წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა გაგრძელდა. პროკურორმა იმედი გამოთქვა, რომ დღეს მაინც ბრალდებული გასცემს იმ მნიშვნელოვან და კრიტიკულ კითხვებს პასუხს, რომელიც გამოძიებას გააჩნია.შეგახსენებთ,  მამა გიორგი მამალაძის დაკითხვა ორი დღის წინ დაიწყო, გუშინ კი ჩაიშალა. რაც შეეხება ბრალდებულის მოთხოვნას, ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც პროკურორმა აღნიშნა, ამ საკითხზე თავად ბრალდებულს გაესაუბრებიან. ცოტა ხნის წინ მამა გიორგი ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა მოინახულა, რომლის ინფორმაციითაც, დაკავებული გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას დღეს აღარ აპირებს და დარჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემას მხოლოდ მას შემდეგ გეგმავს, რაც მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა მოხდება.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი