ტურნირი მინი ფეხბურთში

01 მარტი 2017, 00:00 3035 ნახვა

სპორტულ - ახალგაზრდულ ცენტრში დასრულდა გამოჩენილი ბათუმელი ფეხბურთელის ,ბათუმი „დინამო“-ს კაპიტნის გური ჩავლეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი მინი - ფეხბურთში.  რომელშიც სხვადასხვა  კომერციული დაწესებულება  მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს შპს ბათუმის წყლისა და შპს “სანდოს” გუნდები დაუპირისპირდნენ. პენალტების სერიით გამარჯვება შპს სანდოს გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ტურნირი აჭარის რეგიონული მინი - ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი