პირველად საქართველო ევროპის რეგიონთა და თვითმმართველობათა კომიტეტის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციას მასპინძლობს. შეხვედრა, რომელიც ამჯერად ბათუმში იმართება რიგით მეთორმეტეა და დღეს დასრულდება. მას აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყანის - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, სომხეთისა და აზერბაიჯანის 50 დელეგატი ესწრება.
კონფერენცია სესიებად მიმდინარეობს და მთავარი მიზანია მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერება, ევროპოლიტიკაში თვითმმართველეობების ჩართულობა და მათი როლის გაზრდა.
დელეგატები ერთმანეთს გამოცდილების უზიარებენ და ასევე სამომავლო თანამშრომლობას გეგმავენ. კონფერენციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების თქმით, მსგავის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის. მათ შორისაა საქართველო, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სატატუსის მოლოდინშია.
კონფერენცია ორდღიანია და საქართველო მას თანათავმჯდომარეობის ფარგლებში მასპინძლობდა. ამ სტატუს დღეს ჩვენი ქვეყანა როტაციის პრინციპით უკრაინას გადააბარებს.