კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არ სცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს, ქართველ ხალხს - პაპუაშვილი პრეზიდენტზე

08 სექტემბერი 2023, 12:36 558 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას მანიპულაცია უწოდა. მისივე თქმით, ის, რომ პრეზიდენტი არ ემორჩილება კონსტიტუციას და ცდილობს საკუთარი წესები შემოიღოს, არის საკითხისადმი არა ევროპული, არამედ რუსული მიდგომა.

"ეს არის მანიპულაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, არ ეკადრება საქართველოს პრეზიდენტს, რომლის ფიცი იწყება იმით, რომ ის იღებს ვალდებულებას დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია. როდესაც ასეთი მანიპულაციაა, რომ თითქოს 78-ე მუხლი საუბრობს იმაზე, რომ ყველამ ყველაფერი უნდა აკეთოს, ეს რა თქმა უნდა, არ არის არც სიტყვასიტყვით და არც მნიშვნელობა ამ მუხლის. საუბარია, რომ ყველამ, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და ეს უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციაში, მათ შორის, რაც შეეხება საგარეო წარმომადგენლობას, ზუსტად ესაა განსაზღვრული, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია ეს განახორციელოს, თუკი მთავრობა მას მისცემს თანხმობას"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არ სცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს და პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, რომელმაც ეს კანონი შეიმუშავა.

„ კონსტიტუციის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი არ სცემს პატივს ქვეყნის ძირითად კანონს და ადამიანი პატივს არ სცემს ქართველ ხალხს, რომელმაც ეს წესი შეიმუშავა. ამიტომ ქართველი ხალხის ასეთი აშკარა უპატივცემულობა და იმის თქმა, რომ არაფრად არ მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტს, თუ რა წესი დაადგინა ქართველმა ხალხმა, ის მოქმედებს საკუთარი წესებით, ეს არის არაევროპული ამ ყველაფერში. თუკი რამე არის შორს ევროპისგან, ეს არის ის საქციელი, რასაც ჩვენ სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტისგან ვხედავთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი