დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა

01 მარტი 2017, 00:00 2587 ნახვა

ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა ერთ საათში განახლდება. ბრალდებულს სასჯელაღსრულების #9-ე დაწესებულებაში, ე.წ მატროსოვის ციხეში დაკითხავენ. როგორც იცით, გუშინ გიორგი მამალაძის დაკითხვის პროცედურა ჩაიშალა. მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება გახდა. პროკურორის განცხადებით, კი  დეკანოზი ამ გზით იმ კითხვებზე პასუხების გაცემას მოერიდა, რომელიც გამოძიებას მასთან მიმართებით აქვს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი