პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

06 სექტემბერი 2023, 18:02 450 ნახვა

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებს მმართველი გუნდი კონსტიტუციის უხეში დარღვევად აფასებს. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დასაწყებად ხელმოწერების შეგროვება პრაქტიკულად დაასრულა.

“ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სავარაუდოდ მომავალ კვირას მიმართავს.

მმართველი გუნდის განმარტებით, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, იმპიჩმენტის საკითხი ბოლომდე ვერ მივა, თუმცა თვლიან, რომ რეაგირება საჭირო იყო. იმპიჩმენტის პროცედურას ემიჯნება ოპოზიცია და მის მხარდაჭერაზე უარს ამბობს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში