სწორედ საზღვარგარეთ ვიზიტის გამო ქართულმა ოცნებამ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი გადაწყვიტა.ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებენ, რათა შეძლონ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, იმისთვის, რომ დაადგინონ , დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა. სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში სავარაუდოდ ორშაბათს შევა. ამის შემდეგ კი სასამართლოს ერთთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ვერდიქტი გამოიტანოს. იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ სასამართლოს დასკვნა სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადასაყენებლად საკმარისი არ არს და საჭიროა 100 დეპუტატის ხმა, რისი მოგროვების იმედიც არ აქვს მმართველ ძალას,მაინც ამბობენ, რომ პრეზიდენტის ამგვარ საქციელს რეაქციისა და რეაგირების გარეშე ვერ დატოვებდნენ.