რომის პაპმა რუსულ იმპერიალიზმზე გაკეთებული განცხადება განმარტა

05 სექტემბერი 2023, 10:51 594 ნახვა

რომის პაპმა ფრანცისკემ აღიარა, რომ რუსეთთან დაკავშირებით მისი ბოლო კომენტარები, რომელიც უკრაინამ იმპერიალიზმის წაქეზებად აღიქვა, ცუდად იყო ფორმულირებული. პაპის თქმით,  მას სურდა  შეეხსენებინა ახალგაზრდა რუსებისთვის  დიდი კულტურული და არა პოლიტიკური მემკვიდრეობა. 

25 აგვისტოს ვიდეოკონფერენციის დროს  პაპმა ახალგაზრდა რუს კათოლიკებს მიმართა და  წარსულში მეფე პეტრე I-სა და ეკატერინე II-ზე ისაუბრა, რომლებმაც რუსეთის ტერიტორია გააფართოვეს. ახალგაზრდებს პონტიფიკოსმა  "დიდი რუსული იმპერიის" მემკვიდრეები უწოდა.

ამ კომენტარებმა აჟიოტაჟი გამოიწვია უკრაინაში, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ორი რუსი მონარქის მემკვიდრეობა უკრაინაში მისი შეჭრისა და მისი ტერიტორიის ანექსიის გასამართლებლად  გამოიყენა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი